საზოგადოება
სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი მოიკლა
წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი მოიკლა. ის სათბურში მეზობელმა იპოვა და პოლიცია გამოიძახა.
კონკრეტულად რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ინფორმაცია არ აქვთ არც მეზობლებს და არც ოჯახის წევრებს. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


| Print |
FaceBook Twitter Google