საზოგადოება
სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა თელავში აქცია გამართეს
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა აქცია თელავშიც გამართეს. ისინი დღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
"სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის", "ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს" - ამ და სხვა ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

დღევანდელ აქციას კახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შეუერთდა.


| Print |
FaceBook Twitter Google