საზოგადოება
აქცია ყარაჯალაში - ადგილობრივები 16 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპროტესტებენ
თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლები აქციას მართავენ.  ადგილობრივები 16 ჰექტარი მიწის კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ.
ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს ალეტრნატიული საძოვარი, სადაც პირუტყვის გამოკვებას შეძლებენ.

ყარაჯლელები მთავრობას წინასაარჩევნო დაპირებასაც ახსენებენ. მათი განცხადებით, მხარდაჭერის სანაცვლოდ მმართველი პარტია მიწების სოფლისთვის დაკანონებას დაჰპირდათ.

"სოფლის ბოლოში 16 ჰექტარი მიწა სოფლის საკუთრებაა,ამდენი წელი ჩვენ ვიყენებდით, საარჩევნოდ მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლება დაკანონებას დაგვპირდა, თუმცა ახლა ვიღაც კერძო პირმა გალავანი შემოარტყა და ტრაქტორებს ამუშავებს. ვითხოვთ პასუხს, რატომ მოხდა ასე, სოფლის გამგებელი ვერაფერს გვპასუხობს. ჩვენ არ დავუშვებთ ამ მიწის დაკარგვას, მთელი სოფელი ერთად დავდგებით," -აღნიშნა  ადგილობრივმა ალავერდიხან თაფიროვმა.

ცნობისთვის, აღნიშნული მიწა ერთი წლის წინ გასხვისდა. 


| Print |
FaceBook Twitter Google