საზოგადოება
სოციალურ მუშაკებს სააგენტოს იურისტები სოლიდარობას უცხადებენ
სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტები სოციალური მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ. განცხადებას ხელს თბილისისა და რეგიონების 26 იურისტი აწერს ხელს.
„სოციალური მუშაკების გაფიცვა ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას, ისეთივე კეთილშობილურ მიზნებს, რისთვისაც მოწოდებულია სოციალური სამსახური ზოგადად. ეს არის პრობლემების აღიარების, გადაჭრის გზების ძიების და მათზე სახელმწიფოს ყურადღების მიპყრობის მცდელობა. ამიტომ მხარს გიჭერთ ბენეფიციარის ინტერესზე მორგებული სისტემური ცვლილებებისათვის,"-აცხადებენ იურისტები.

ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გუშინ აქცია თელავშიც გამართეს. ისინი  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
"სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის", "ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს" - ამ და სხვა ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.


| Print |
FaceBook Twitter Google