საზოგადოება
რა?სად?როდის? საგაზაფხულო სერია იწყება
29 მარტს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, 14:00 საათზე ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სასკოლო საგაზაფხულო სერიის პირველი ტური გაიმართება.

თამაშში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. სასკოლო საგაზაფხულო სერია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და გურჯაანის ინტელექტ-კლუბის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google