საზოგადოება
თებერვალში შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის მიმართულებით გასვლების შესახებ ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი, 5112 ადამიანი გერმანიაში გაემგზავრა, შესვლაზე უარი კი 20 მოქალაქეს ეთქვა.
პოლონეთში 3198 მოქალაქე გაემგზავრა, სიადანაც ქვეყანაში შესვლაზე უარი მიიღო 30-მა; იტალიას 2594 მოქალაქე ესტუმრა, ქვეყნაში შესვლაზე უარი 34-ს ეთქვა. საბერძნეთის მიმართულებით 2994 მოქალაქე გაემგზავრა,უარი ეთქვა 7-მა.

სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: საფრანგეთი – გაემგზავრა 1445 მოქალაქე (უარი ეთქვა 37-ს); ავსტრია – გაემგზავრა 1613 მოქალაქე (უარი ეთქვა 20-ს); ესპანეთი – გაემგზავრა 1334 მოქალაქე (უარი ეთქვა 25-ს); ჩეხეთი – გაემგზავრა 1272 მოქალაქე (უარი ეთქვა 4); უნგრეთი – გაემგზავრა 935 მოქალაქე (უარი ეთქვა 11-ს); კვიპროსი – გაემგზავრა 830 მოქალაქე (უარი ეთქვა 30-ს); ლიეტუვა – გაემგზავრა 429 მოქალაქე (უარი ეთქვა 2-ს); ბულგარეთი – გაემგზავრა 89 მოქალაქე (უარი ეთქვა ერთს); ნიდერლანდები – გაემგზავრა 252 მოქალაქე (უარი ეთქვა ერთს); ლატვია – გაემგზავრა 494 მოქალაქე (უარი ეთქვა 6-ს);

უარი არ მიუღიათ ბელგიაში, შვეიცარიაში, სლოვენიასა და რუმინეთში გამგზავრებულ საქართველოს მოქალაქეებს.

საერთო ჯამში შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს.


| Print |
FaceBook Twitter Google