საზოგადოება
თელავში სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ
მეორე დღეა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. გუშინდელის მსგავსად, თელავში, თეატრის წინ აქცია დღესაც გამართეს.
"ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად"- დილით, ცენტრში მისულ თანამშრომლების ნაწილს ამ შინაარსის წარწერები დახვდათ.

" ამ დღეებში ბენეფიციარების მომართვიანება არ გვაქვს. ვცდილობ, სიტუაციის კონტროლი არ დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ბენეფიციარებს. გამოძახება გვქონდა, ახალგაზრდა ოჯახიდან კონფლიქტის მიზეზით წავიდა. ადგილზე ჩავიდა ჩვენი ცენტრის უფროსი, მან ბავშვის დარწმუნება შეძლო იმაში, რომ სახლში დაბრუნებულიყო,"- აღნიშნა სოციალური მოსახურების კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე დალი მოსიაშვილი.

სოციალური მუშაკების განცხადებით, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი სამუშაო პირობები არ გაუმჯობესდება.


| Print |
FaceBook Twitter Google