საზოგადოება
კირკიტაძის ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა, მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.


როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აღნიშნავს, ასეთი მოთხოვნის საფუძველი მოსამართლის არაადეკვატურობა გახდა.
„სასამართლო პოცესებზე მოსამართლე იქცევა არაადეკვატურად. პოლემიკაში შედის დარბაზთან, აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ და პოლიტიკურ განცხადებებს. მან შუამდგომლობის დროს არც კი მისცა ბრალდებულებს თავიანთი პოზიციების დაფიქსირების საშუალება. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მოსამართლე არის ტენდენციური და ვერ იქნება მიუკერძოებელი ამ საქმესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უამრავ არგუმენტებზე დაყრდნობით დავაყენეთ აცილების შუამდგომლობა. თუმცა არ დააკმაყოფილა. შემდეგი პროცესიდან უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება.“


გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის განმარტებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა უსაფუძვლო და სამართლებრივადაც დაუსაბუთებული იყო.
„არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ეჭვს გამოიწვევს, რომ მოსამართლე არის დაინტერესებული და მიკერძოებული. დაცვის მხარემ წარმოთქვა შესავალი სიტყვა. შემდეგი პროცესიდან უკვე დავიწყებთ მოწმეების დაკითხვას.“

დავით კირკიტაძის მომდევნო პროცესი სამ აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

| Print |
FaceBook Twitter Google