საზოგადოება
საგარეჯოს მერიამ ექვს პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 11 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი.
ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:

- პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი;
-I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენელი სოფელ პატარა ჩაილურში;
-მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების უფროსი;
-II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ უჯარმაში;
-II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ კაკაბეთში;
-პირველადი სტრუქტურული ერთეულის, იურიდიული სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;

თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციებზე 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს. დაატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.



| Print |
FaceBook Twitter Google