საზოგადოება
ყვარელში გზების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ყვარლის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 2019 წელს 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერის, როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასაფლაოების კეთილმოწყობა და მათთან მისასვლელი გზების მოწესრიგებაა.
"მიმდინარე წელს ერთ-ერთი მსხვილი პროექტია სოფელ შილდის გზის რეაბილიტაცია, ასევე სოფელ გავაზში ორ გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, მოეწყობა ჭიკაანში ცენტრალური გზის მოპირდაპირე გზა მისი მიმდებარე ჩიხებით, ასევე ალმატში სკოლასა და ბაღთან მისასვლელი გზა. ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს გასული წლის მსგავსად წარმოადგენს სასაფალოების ტერიტორიის კეთილმოწყობა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზების მოწესრიგება,"- განაცხადა სესიაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google