საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო
„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დაიწყო.
ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს უნდა შეადგენდეს, მაგრამ 150 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

სააგენტოს თანადაფინანსება შესაძლებელია იყოს 50%-ზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ახალი უნდა იყოს. პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
დეტალური ინფორმაციის ნახვა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
| Print |
FaceBook Twitter Google