საზოგადოება
ვალერი შოშიაშვილი გურჯაანში ერთ-ერთი ააიპ-ის დირექტორად ინიშნება
გურჯაანის ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორად ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ინიშნება. როგორც მან speqtri.ge-ს განუცხადა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე საუბარი უკვე ჰქონდა.
-„ჯერ ვერ დავადასტურებ, ვიდრე ბრძანება არ დაიწერება, თუმცა საუბარი მქონდა მერთან, არჩილ ხანდამაშვილთან და მის მოადგილე ლელა თევდიორაშვილთანაც“.

ვალერი შოშიაშვილის კანდიდატურა რომ აღნიშნულ პოზიციაზე ნამდვილად განიხილება, ამას თავად არჩილ ხანდამაშვილიც ადასტურებს.
„დიდი ხანია მიდის მსჯელობა, არაფერს გამოვრიცხავ, ერთ-ერთ კანდიდატად შოშიაშვილიც განიხილება. გაერთიანებული ააიპ-ის ხელმძღვანელის მოვალეობას დავით მურაკაშვილი ასრულებდა, რომელიც მანამდე გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი იყო. რეორგანიზაციის თანახმად, გავაერთიანეთ სოფლების კულტურის სახლები და ერთი მთლიანი ააიპ-ი შევქმენით, აქ შედის ასევე ველისციხის თეატრი და ანსამბლი „ცერული“. თუ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს დავნიშნავთ, მურაკაშვილი დარჩება გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორად.“- ამობს ხანდამაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნული ააიპ-ები გასული წლის სექტემბერში გაერთიანდა.

| Print |
FaceBook Twitter Google