საზოგადოება
უვიზო მიმოსვლის შესახებ გურჯაანში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გურჯაანის კულტურის სახლში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა.


შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: კონსტანტინე ჟღენტი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი; გიორგი ყარალაშვილი - ელჩი, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი და მაკა ბართაია -საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.


კონსტანტინე ჟღენტის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში ჩატარდა.
„ შეხვედრის მიზანია მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ საქართველოს რა მიღწევები და შედეგები აქვს . გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას, რომლითაც 2017 წლიდან 600 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და ამას ადასტურებენ ჩვენი კოლეგები ევროპაში. თუმცა ამავე დროს არის პრობლემებიც, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის გარეთ არალეგარულ გასვლასთან და უცხოეთში თავშესაფრის მოთხოვნის მცდელობებთან. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით მოსახლეობას, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ვცდილობთ, ასეთი ქმედებების პრევენცია მოვახდინოთ. “


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ასეთი შეხვედრები მოსახლეობისთვის საინტერესო და აუცილებელია.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს. შეხვედრას დაესწრო ორი ელჩი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის ლეგალურ გზებთან დაკავშირებით. ხალხი არ უნდა დათამხმდეს არალეგარულ მიმოსვლას, ამან შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი მიაყენოს უცხოეთში სამუშაოს მძებნელს. “


საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო. გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით ჯამში 160 შეხვედრა გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google