საზოგადოება
გომბორის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დილიდან ინტენსიურად თოვს, რასაც თან ერთვის ყინვა. თელავის საგზაო სამმართველოში აცხადებენ, რომ გზა იწმინდება და ტექნიკურ მარილს ყრიან.
-"ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე -4 გრადუსი ყინვაა. ვმუშაობთ და ქვიშა მარილს ვყრით. როგორც ვიცი, უღელტეხილთან რამდენიმე მანქანა შეფერხდა, იმიტომ რომ კაპრონის საბურავები ეყენა ავტომობილს. გზა ჩაკეტილი არ არის. პოლიცია აფრთხილებს მძღოლებს, რომ კაპრონისა და გაცვეთილი საბურავებით არ გადაადგილდნენ.“ - განუცხადა speqtri.ge-ს საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google