საზოგადოება
საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ხუთ აპრილამდე  დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეს უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google