საზოგადოება
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ისინი 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ.

„ბუნებრივი პროცესებიდან გამომდინარე კახეთში იზრდება სეტყვის მოსვლის ალბათობა, ცენტრის სპეციალისტები დღე-ღამის ნებისმერ მონაკვეთში მოახდენენ სეტყვის კერების აღმოჩენას და შემდეგში მათ განეიტალებას. წარმატებით ჩატარადა წინასასეზონო ტექნიკური სამუშაოები,მოხდა გამშვები დანადგარების ტესტირება,მომზადება და სეტყვის საწინააღდეგო რაკეტებით მათი შევსება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით, ავტომატიზებული რადარები სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 85-95 % -ით ამცირებს.


| Print |
FaceBook Twitter Google