საზოგადოება
საგარეჯოში ქარისგან დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, კოჭბაანში, პატარძეულსა და უდაბნოში 18 თებერვალს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, 17 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებისთვის  138 936 ლარია გამოყოფილი.

| Print |
FaceBook Twitter Google