საზოგადოება
მოსამართლემ დავით კირკიტაძის პროცესი დახურა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც საქმის მოწმეები დაიკითხნენ.

პროცესის განმავლობაში მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ რამდენჯერმე გააფრთხილა დარბაზში მსხდომები დაეცვათ წესრიგი, და მიეცათ მოწმეების დაკითხვის საშუალება. საბოლოოდ კი, სხდომა დახურულად გამოაცხადა, რის შემდეგაც საზოგადოებამ და მედიასაშუალებებმა დარბაზი დატოვეს.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის ზურა მელიქიშვილის განმარტებით, ეს იყო სამარცხვინო პროცესი და მოსამართლემ ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
„ თვითონ მოსამართლესაც რცხვენია იმ მოწმეების და ჩვენებების, რომელიც სასამართლოზე იყო წარმოდგენილი. ისინი იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს. მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ დაინახეს როგორ ურტყავდა კირკიტაძე წიხლებს პოლიციელს, თუმცა ვერ დააკონკრეტეს რა ეცვა. ახსოვთ მხოლოდ ის, როგორ შეხტა კირკიტაძე ავტობუსზე. ეს არის ის სამარცხვინო მომენტები, რომელსაც თვითონ მოსამართლეც კი ვერ უვლის გვერდს და ცდილობს პროცესი მთლიანად დახურული გახადოს. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე არის მურუსიძის გაგრძელება. მთლიანობაში სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა - არის ივანიშვილის ჯიბის მართული უწყებები. სამართალი ამ ქვეყანაში არ დადგება არც ამ და არც სხვა საქმეზე. კრიმინალები გარეთ დადიან და მარტო პოლიტიკოსების დევნა მიმდინარეობს. დათო კირკიტაძე არის პოლიტპატიმარი და ეს საქმე აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგში.“


დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, მომავალ სასამართლო პროცესზე სხდომის გახსნის შესახებ საკითხს დააყენებს.
„ამ სასამრთლო პროცესზე ისეთი რაღაცები ხდება, უკვე არაფერი მიკვირს. მოწმეები იძლეოდნენ არაადეკვატურ პასუხებს. ეს იწვევდა პროკურორების გაღიზიანებას. ამის გამო მოსამართლე იყო უხერხულ მდგომარეობაში. დარბაზს რომ რეაქცია ჰქონდა, ამიტომ ადგა და მთელი სხდომები დახურა. ეს არაკანონიერი გადაწყვეტილებაა. მიგვაჩნია დახურვა იყო ერთადერთი მიზნით, რომ არ მოხდეს სატელევიზიო გაშუქება და საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი რა ფონზე მიმდინარეობს პროცესი. შემდგომ სასამართლო პროცესზე მე დავაყენებ საკითხს, გააუქმოს მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება.“

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის განცხადებით, მოსამართლე კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
„დღეს დავიწყეთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, დაიკითხა ოთხი მოწმე . პროცესის მიმდინარეობის დროს დარბაზიდან არაერთხელ იყო წესრიგის დარღვევის მცდელობა. მოსამართლემ რამდენჯერმე გააფრთხილა დარბაზში მსხდომები, რომ მიეცათ მოწმეების დაკითხვის საშუალება. თუმცა ეს კვლავაც არაერთხელ განმეორდა. ამის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის სრულად დახურვის შესახებ. როდესაც მხარეებს არ ეძლევათ საშუალება დაკითხონ მოწმეები და წესრიგის დარღვევა გრძელდება, მოსამართლე უფლებამოსილია სხდომა დახუროს სრულად ან ნაწილობრივ. ამ ეტაპზე ასეა და მერე რა იქნება არ ვიცით.“

მორიგი სასამართლო პროცესი 12 აპრილს თერთმეტ საათზე ჩაინიშნა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე
მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
12:43 / 21.08.2019
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ
მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის
საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის
სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
17:29 / 20.08.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩათვლით,
აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
11:31 / 20.08.2019
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა
დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს.
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს.
11:04 / 20.08.2019
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების
რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა
თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
18:42 / 19.08.2019
სხვა ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
15:40 / 31-07-2019
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.