საზოგადოება
პლატონ კალმახელიძე კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილედ თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელძე დაინიშნა. კალმახელიძე მუშაობას დღეიდან შეუდგა.
-„დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გეგმები ეხება კახეთის რეგიონის განვითარებას, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის გუნდური მუშაობის პრინციპს, მუნიციპალიტეტებთან და მთავრობასთან მჭიდრო თანაშრომლობას.“ -აღნიშნა კალმახელძემ speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, გუბერნატორის მოადგილის პოსტი 7 თებრვლიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ არსენიშვილმა თანამდებობა საკუტარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


| Print |
FaceBook Twitter Google