საზოგადოება
„ამღერებული ლექსები და კლასიკური მუსიკა“- ღონისძიება საჯარო ბიბლოიოთეკაში
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში სამუსიკო სკოლების და სამუზეუმო გაერთიანების ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში „ამღერებული ლექსები და კლასიკური მუსიკა“, ველისციხის ბიბლიოთეკის მკითხველები და გურჯაანის სამუსიკო სკოლის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას.
საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორის რუსუდან ჩიტაურის განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები ერთგვარი კომუნიკაციის საშუალებაა ორ გაერთიანებას შორის.

„დღეს უჩვეულო დღეა. გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო გაზაფხულის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ველისციხის ბიბლიოთეკის მკითხველები და ჩვენი სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. ამით ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყრება ერთობლივ ღონისძიებებს და მომავალშიც გაგრძელდება. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრ პროექტს შევთავაზებთ სამუზეუმო გაერთიანებას. დღეს წარმოდგენილი იყო ლექსები და სიმღერები. ეს არის ერთგვარი სიახლე და კომუნიკაციის საშუალება, რომელიც ორ გაერთიანებას დააკავშირებს ერთმანეთთან. მადლობას ვუხდი საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექციას, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ღონისძიება ლამაზი გამოსულიყო.“

მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google