საზოგადოება
ბუშეტის საბავშვო ბაღი გამოძიების დასრულებამდე დაკეტილი იქნება
თელავის ბაღების გაერთიანების უფროსის, თინიკო ხანჯალიაშვილის ინფორმაციით, ბუშეტის საბავშვო ბაღი გამოძიების დასრულებამდე დაკეტილი იქნება.
-"როგორც გვითხრეს, გამოკვლევის პასუხები ორშაბათს გახდება ცნობილი. რამდენიმე ვარაუდი არსებობს, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ინტოქსიკაციის მიზეზი, თუმცა ველოდებით გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ ბაღის თანამშრომლები,ველოდებით გამოძიების შედეგებს.,“- განაცხადა თინიკო ხანჯალიაშვილმა.

ცნობისთვის, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა- ბაღში 25-მდე აღსაზრდელი ორ აპრილს მოიწამლა.


| Print |
FaceBook Twitter Google