საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.


უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google