საზოგადოება
გურჯაანში შუქნიშნების მონტაჟი ტენდერების ჩავარდნის გამო გადაიდო
გურჯაანში შუქნიშნების დამონტაჟება გადაიდო. როგორც მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა განაცხადა, შუქნიშნების მოწყობის პროექტირებაზე ტენდერი ორჯერ არ შედგა.

„ტენდერი გამოცხადებული იყო შუქნიშნების განთავსების პროექტის შეძენაზე და ვერ შედგა. იმაზეა საუბარი სად და როგორ უნდა გავთავსდეს. ამ საკითხს სჭირდება სპეციალისტების მხრიდან დამუშავება, რომ ყველაფერი კანონთან თანხვედრში მოხდეს. ამჯერად პროექტის ყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი.“

შეგახსენებთ, რომ შუქნიშნების განთავსება მეოთხე საჯარო სკოლის ასასვლელთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. როგორც მიმდინარე წლის იანვარში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა speqtri.ge-სთან განაცხადა, ორივე ლოკაციაზე შუქნიშნები მარტის შუა რიცხვებისთვის უნდა დამონტაჟებულიყო.

| Print |
FaceBook Twitter Google