საზოგადოება
გოგო იორმუღანლოდან, რომელმაც ქორწინებაზე უარი თქვა [Audio]
23 წლის თოზუ გულმამედოვა რადიო "ივრისის" ჟურნალისტია. ქალი ჟურნალისტი - იორმუღანლოს თემში ეს ერთადერთი შემთხვევაა, აქ ტრადიციულად გოგონები ექიმობას, ან მასწავლებლობას ირჩევენ, მიაჩნიათ, რომ ქალს სწორედ ეს ორი პროფესია შეეფერება.




საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში 20 000-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, შიიტები და სუნიტები. მათ განსხვავებული ტრადიციები და შეხედულებები აქვთ. აკრძალული არ არის, თუმცა მიზანშეწონილად არ ითვლება გოგონა მარტო გავიდეს ქუჩაში, ან სამსახურში უცხო კაცებთან ერთად იყოს.

რატომ ელაპარაკება შენი შვილი კაცებს? რას ერევა სხვის საქმეში? რატომ დადის ქუჩაში მარტო? - ამ და სხვა "პრეტენზიებით" თოზუს ოჯახისთვის არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა თოზუს მიაჩნია, რომ თემში „რაღაც-რაღაცეების“ უკეთესობისკენ შეცვლა მხოლოდ თავისუფალ სიტყვას შეუძლია.
თოზუ აბიტურიენტი იყო, გამოცდებისთვის ემზადებოდა, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, ბიჭის ოჯახი მოვა და დაგნიშნავსო. როგორც ამბობს, ეს მისთვის უდიდესი სტრესი იყო. ბიჭის ოჯახს ნასწავლი რძალი არ უნდოდა, ამიტომ გამოცდების დასრულებას დაელოდნენ. თოზუმ კარგად იცოდა, რომ თუკი მასზე იქორწინებდა, სწავლის გაგრძლელების შესაძლებლობას მეუღლის ოჯახი არ მისცემდა. საბოლოოდ ნიშნობა ჩაიშალა, რადგან თოზუმ უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსზე ჩააბარა.

რაკი თბილისში ცხოვრობდა, სოფელმა გადაწყვიტა, რომ ეს „თავისუფლება ცუდი რამეების ჩადენის საშუალებას აძლევდა“, ამიტომ ამჯერად ის საკუთარ ნათესავზე დანიშნეს.

-„ეს ჩემთვის აუტანელი პერიოდი იყო. ენა ნაკლებად ვიცოდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ვისწავლიდი, კურსს როგორ დავხურავდი. ვიცოდი, რომ ოჯახის შექმნის სტრესს ვეღარ გავუძლებდი. ამისთვის მზად არ ვიყავი. ვერ ვეგუებოდი, რომ ვიღაც თავს აძლევდა უფლებას ჩემთვის ეთქვა: ასე რად გაცვია, ასე რად დადიხარ? არადა, ზედმეტი არაფერი, ჩვეულებრივ ვიქცეოდი. როდესაც კონტროლის ქვეშ ხარ, საკუთარ თავს ადამიანად ვეღარ გრძნობ. ოჯახი მიხვდა, რომ ჩემი გათხოვება არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მთელი დღე ვტიროდი, საშინლად გავხდი. ამას მიხვდა ბიჭის ოჯახიც და ქორწინება არ შედგა,“- გვიყვება თოზუ.

ნათესავების ნაწილი მის მიმართ დღემდე აგრესიულია. მათ მიაჩნიათ, რომ თოზუმ ქორწინების ჩაშლით ამ ბიჭის მიმართ უსამართლობა ჩაიდინა. თავად კი მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარება, რადგან მისი აზრით, თუ ოჯახს შექმნიდა, ორივე მხარისთვის ეს უფრო დიდი უსამართლობა იქნებოდა.

ოჯახს სურდა, შვილი ექიმი გამოსულიყო. თავიდან არც თოზუ იყო ამის წინააღმდეგი, თუმცა მოსამზადებელ კურსზე სწავლის დროს მიხვდა, სხვა პროფესია უნდოდა - ისეთი, რომ სხვების პრობლემებზე საუბარი და მათი დახმარება შეძლებოდა. თოზუს გადაწყვეტილებას ოჯახი არ შეწინააღმდეგებია, თუმცა არჩევანი არ მოეწონათ მის ნათესავებს.

ჟურნალისტიკა მისთვის იორმუღანლოს პრობლემების წინ წამოწევის ერთ-ერთი საშუალებაც იყო.
„აქამდე, ამ თემში არავინ ყოფილა ჟურნალისტი. აქ არსებულ პრობლემებსა თუ სხვადასხვა საკითხებს სხვა ჟურნალისტები აშუქებდნენ. ქალი, რომ გადის გარეთ მარტო და უცხო კაცებთან საუბრობს, ტელეფონში კონტაქტები რომ აქვს, ფეისბუქზე საკუთარი ფოტო უდევს და 4000-მდე მეგობარიც ჰყავს, ეს თემისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ მე ეს შევძელი.“

თოზუს მიმართ უკმაყოფილებას მის ოჯახთანაც გამოთქვამდნენ. ის იხსენებს, როგორ მიდიოდნენ მამამისთან და ეუბნებოდნენ, „შენს გოგოს პატრონი არ ჰყავს, რატომ უშვებ გარეთ კაცებთან, რატომ ერევა ოჯახურ კონფლიქტებშიო“. მას მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნა სავალდებულო არ არის და როცა შეგიყვარდება ეს ნაბიჯი მხოლოდ მაშინ უნდა გადადგა.

„თუ არ ვიქნები მზად ოჯახი შევქმნა, არასოდეს დავქორწინდები.“

თოზუს გულმამედოვას სჯერა, რომ იორმუღანლოს თემის საზოგადოებაში „რაღაც-რაღაცები“ დროსთან ერთად შეიცვლება და ხალხი მიხვდება, რომ თუკი პრობლემებზე საუბრობ, სულაც არ არის ცუდი, რადგან მას ვერ გადაჭრი მანამ, სანამ ხმამაღლა საუბარს არ დაიწყებ.





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ევროკავშირის
პროექტის ფარგლებში: „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- მოლდოვაში
იმყოფებოდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ღვინის
ინდუსტრიის თემატური ჯგუფის შეხვედრები მიმდინარეობდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში: „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ღვინის ინდუსტრიის თემატური ჯგუფის შეხვედრები მიმდინარეობდა.
16:41 / 13.11.2019
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა
ამოქმედდა. დასაქმებული მოქალაქეები ხელფასის 2%-ს საპენსიო ფონდში
თავად რიცხავენ, 2%-ს დამსაქმებელი იხდის, ხოლო 2-ს სახელმწიფო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. დასაქმებული მოქალაქეები ხელფასის 2%-ს საპენსიო ფონდში თავად რიცხავენ, 2%-ს დამსაქმებელი იხდის, ხოლო 2-ს სახელმწიფო.
16:17 / 13.11.2019
გურჯაანის მეოთხე ბაგა-ბაღში შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება
გაიმართა. ბაღის ეზოში ყველა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო საკუთარი
კუთხე. 5-6 წლიანი ჯგუფის ბავშვებმა კი კონცერტი გამართეს.
გურჯაანის მეოთხე ბაგა-ბაღში შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბაღის ეზოში ყველა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო საკუთარი კუთხე. 5-6 წლიანი ჯგუფის ბავშვებმა კი კონცერტი გამართეს.
15:14 / 13.11.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მრჩეველთან ერთად,
თანაშემწეც ეყოლება. ამ პოზიციაზე ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მრჩეველთან ერთად, თანაშემწეც ეყოლება. ამ პოზიციაზე ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა.
16:44 / 12.11.2019
დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მერიაში მიმდინარე რეორგნიზაციის
პროცესს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარის ლევან ხაზიურის ინფორმაციით, ძირითადი
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამსახურს შეეხო.
დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მერიაში მიმდინარე რეორგნიზაციის პროცესს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ხაზიურის ინფორმაციით, ძირითადი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამსახურს შეეხო.
15:09 / 12.11.2019
სხვა ამბები
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
11:12 / 04-11-2019
საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის პირველი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიულ უნარებში ჩატარდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება.
11:28 / 01-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2566
USD
USD
1
2.9568
GBP
GBP
1
3.8010
TRY
TRY
1
0.5132
RUB
RUB
100
4.5941
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 3 / 12 °C
img
დ.წყარო 1 / 11 °C
img
სიღნაღი 3 / 15 °C
img
ლაგოდეხი 2 / 14 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 3 / 14 °C
img
ახმეტა 3 / 14 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.