საზოგადოება
„ტატიას საყდრის“ რეაბილიტაციისთვის ჯერ გზა უნდა გაკეთდეს“
„ტატიას საყდარი“ გურჯაანში ქალაქიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.  ამჟამად ისტორიული ძეგლი დანგრევის პირასაა.


როგორც ჩვენთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჯაბა ზაკალაშვილმა აღნიშნა, ეკლესიის კედლები დახეთქილი და დაზიანებულია.
„ორი დღის წინ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი, ფეხით ავედით. გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და იქამდე მანქანით მისვლა შეუძლებელია. ბავშვობაში ხშირად დავდიოდით ამ ეკლესიაში, ეხლა რომ ვნახე, შევწუხდი, ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაშია. ეკლესია განადგურების პირასაა. შიგნიდან კედლები დახეთქილია, ერთი მხარე უკვე ჩამონგრევაზეა. პატრონი თუ არ გამოუჩნდა, უარესი დაემართება. ვიღაცას შეუღობავს და ნაძვებიც დაურგავს, მაგრამ საქმეს ეს არ შველის.“


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ძეგლი მეცხრე საუკუნეშია აშენებული.
„ტატიას საყდარი ესაზღრება ჩუმლაყს, თუმცა გურჯაანის ტერიტორიაზეა. არის სამნავიანი ეკლესია. საყდრის წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გადმოცემის მიხედვით ბოლშევიკების დროს ვიღაც ტატია ყოფილა, რომელიც ამ ეკლესიას აფარებდა თავს. იქიდან შემორჩა ეს სახელი, თუმცა რომელი წმინდანის სახელობისაა დღემდე არვიცით. საყდრიდან დაახლოებით სამასი მეტრის დაშორებით არის წყარო, რომელსაც ხუცესის წყაროს ეძახიან. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ადრე აქ სოფელი იყო. სათანადო დოკუმენტაციის მომზადების საფუძველზე ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ტაძარი ამჟამად დაზიანებულია, ძირითადად შემორჩენილია მთავარი ეკლესია და ჩრდილოეთი მინაშენი. სამხრეთი მინაშენი მთლიანად დანგრეულია. საჭიროებს რეაბილიტაციას, სახურავიდან ჩაედინება წვიმის წყლები. თვითონ ტაძარში რამდენიმე გახსნილი სამარხია გაძარცვული. ქვაყუთის ტიპის სამარხებია საკურთხეველშიც და მინაშენშიც.“


მისივე განმარტებით, ძეგლის აღდგენას სამანქანე გზის არარსებობა უშლის ხელს.
„საჭიროა ჯერ გაკეთდეს სამანქანე გზა და შემდეგში დაისვას ძეგლის რეაბილიტაციის საკითხი. დაახლოებით ორი კილომეტრი გზა უნდა გაიჭრას ტყეში. ადრე იყო ვიწრო ბილიკი, მაგრამ შემდეგ ისიც გაფუჭდა. ძეგლთა დაცვის სააგენტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ მუშაობს, ამიტომ გზა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააკეთოს. აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ეს მნიშვნელოვანი ძეგლი, სხვანაირად არ გამოვა. ეს ყველაფერი კი საშუალებაზე და ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.“


შესაძლებელია თუ არა „ტატიას საყდართან“ მისასვლელი გზის გაკეთება, ამ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

თამაზ მარკოზაშვილი კი ამბობს, რომ თუკი რეაბილიტაციის საკითხი დადგება, თავდაპირველად ჯერ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება.


ფოტოები მოგვაწოდა გურჯაანში მცხოვრებმა ჯაბა ზაკალაშვილმა

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე
მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
12:43 / 21.08.2019
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ
მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის
საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის
სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
17:29 / 20.08.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩათვლით,
აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
11:31 / 20.08.2019
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა
დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს.
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს.
11:04 / 20.08.2019
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების
რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა
თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
18:42 / 19.08.2019
სხვა ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
15:40 / 31-07-2019
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.