საზოგადოება
ახმეტაში ახმეტელის ქუჩის მოასფალტებისთვის 139 422 ლარი დაიხარჯება
ქალაქ ახმეტაში ახმეტელის ქუჩის მოასფალტებისთვის საჭირო გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. ახმეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტო-ბეტონის საფარი პროექტის ფარგლებში 550 მეტრზე დაიგება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ბი ემ სი" ასრულებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება, საერთო ღირებულება 139 422 ლარს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google