საზოგადოება
როდის მოხდება ტატიას საყდართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, უცნობია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა speqtri.ge-სთან „ტატიას საყდრის“ პობლემის შესახებ ოფიციალური კომენტარი გააკეთა.


„უამრავი უნიკალური ძეგლი გვაქვს გურჯაანში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია გზები და წყალი. 2019 წელს ამ კუთხით გაცილებით მეტის გაკეთებას ვაპირებთ, ვიდრე 2018-ში. ამისთვის დღე და ღამე ვმუშაობთ. რაც შეეხება „ტატიას საყდარს“, სხვა სოფლებშიც გვაქვს მსგავსი ნანგრევები, რომელთა აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის და ამ კუთხით მონახაზებიც გვაქვს. ჩვენთვის მნიშნელოვანია ისტორია და ტრადიცია, თუმცა ეს უფრო მომავლისკენ მოხდება, რადგან ამჟამად ჩვენი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის პრობლემების მოგვარებაა.“

მისივე თქმით, ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება და მომავალში ტაძრებთან მისასვლელი გზების პრობლემაც მოგვარდება.  ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „ტატიას საყდარს“ 2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა აღნიშნა, ძეგლის რეაბილიტაციისთვის, უპირველესად ტყეში 2-კილომეტრიანი გზის გაყვანაა საჭირო, რაც ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა.

| Print |
FaceBook Twitter Google