საზოგადოება
კაჭრეთში რა? სად? როდის? რეგიონალური ტურნირი ჩატარდება
ხვალ 13:00 საათზე კაჭრეთის „ამბასადორში“ „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური შეჯიბრის კახეთის რეგიონული თამაში გაიმართება.  მასში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის ინფორმაციით, რა? სად? როდის? წამყვანი გიორგი მოსიძე იქნება.
„გასულ წელს ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდებს შორის ჩატარდა და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, მომავალში რეგიონალური ტურნირი მოგვეწყო. ხვალ კაჭრეთის ამბასადორში შვიდივე მუნიციპალიტეტის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება შერეული გუნდები, რომელშიც გარდა მოსწავლეებისა, დიდი ასაკის ადამიანებიც იქნებიან ჩართული.თითოეული მუნიციპალიტეტიდან მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი გუნდი უნდა იყოს წარმოდგენილი. გამარჯვებულს გადაეცემა ბუ და სერტიფიკატები. წელს პროექტი საპილოტეა და თუ დაინტერესებაც იქნება მერე ტრადიციად დავნერგავთ. მომავალ წელს ვეცდებით უკვე გრანდიოზულად ჩავატაროთ. “

მისივე თქმით, პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google