საზოგადოება
გურჯაანში ორი ააიპ-ის რეორგანიზაცია იწყება
პირველ მაისამდე ორი აიიპ-ის: სპორტული გაერთიანებისა და მუნიციპალური კულტურის ცენტრის რეორგანიზაცია დაიწყება.  როგორც ჩვენთან საუბარში მერის მოადგილე ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, ორივე ორგანიზაციაში ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.


„მერის მოადგილის რანგში ფაქტობრივად დავამთავრე აიიპ-ების თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა. ჩემთვის სრულიად ნათელია როგორი მდგომარეობაა იქ, გავეცანი მათ სტრუქტურას, დებულებებს, წესდებას და ა.შ. ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება ააიპ-ების სტრუქტურული ცვლილებები. აქედან გამომდინარე, პირველ მაისამდე გამოცხადდება „სპორტული გაერთიანებისა“ და „მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ამ ეტაპისთვის არ გულისხმობს შტატების შემცირებას. თითოეული ააიპ-ის სტრუქტურა ჩამოყალიბდება სხვა კუთხით. ყველა თანამშრომლისთვის დაიწერება შინაგანაწესი, გაიწერება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია, გადაიხედება მათი კვალიფიკაცია, არის თუ არა შესაბამისობაში ამა თუ იმ დაკავებულ თანამდებობასთან. ამ პერიოდში დავინახავთ როგორ იმუშავებს სტრუქტურა და თითოეული თანამშრომელი. შესაბამისი შეფასებები მხოლოდ ამის შესაბამისად გაკეთდება.“


მისივე თქმით, სტრუქტურის დალაგების შემდეგ თანამშრომლებისთვის გაიწერება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
„განისაზღვრება თითოეული ადამიანის სამუშაო აღწერილობა და ამის შემდეგ დაიდება ხელშეკრულებები. თუ ნებისმიერი მათგანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ვერ ან არ შეასრულებს კვალიფიციურად, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ასეთი ადამიანები დატოვებენ სამსახურს. ორივე ააიპ-იში ხელმძღვანელის კუთხით არჩევანი გაკეთებულია და ორივეს მხარს ვუჭერ. კარგიც არის, როდესაც ახალი ხელმძღვანელი ახალი ხედვებით და მიზნებით იწყებს რეორგანიზაციას. “


ლელა თევდორაშვილის თქმით, რეორგანიზაცია სხვა ააიპ-ებშიც იგეგმება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უნივერსიტეტის ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოზე, ტროტუართან ახალი
საფლავი 2018 წელს გაჩნდა. ამ ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის სიმამრია
დაკრძალული.
უნივერსიტეტის ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოზე, ტროტუართან ახალი საფლავი 2018 წელს გაჩნდა. ამ ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის სიმამრია დაკრძალული.
16:47 / 10.12.2019
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტით,
აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომილები იმოძრავებს. შედეგად,
ბაღდათი-აბასთუმნის 60 კმ-ანი გზის მშენებლობა შეჩერდა. შემოვლითი გზა
კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტით, აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომილები იმოძრავებს. შედეგად, ბაღდათი-აბასთუმნის 60 კმ-ანი გზის მშენებლობა შეჩერდა. შემოვლითი გზა კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის.
14:31 / 10.12.2019
დღეს გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „ღვინის ბიბლიოთეკა“ გაიხსნა,
სადაც მეღვინეობით დაინტერესებულ მკითხველს შესაბამისი ლიტერატურის
მოძიება და წაკითხვა შეეძლება.
დღეს გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „ღვინის ბიბლიოთეკა“ გაიხსნა, სადაც მეღვინეობით დაინტერესებულ მკითხველს შესაბამისი ლიტერატურის მოძიება და წაკითხვა შეეძლება.
17:41 / 09.12.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-15 დეკემბერს საქართველოში
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-15 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
16:12 / 09.12.2019
მერის წარმომადგენელმა ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიგი
იმერლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის
ცენტრში გადავიდა.
მერის წარმომადგენელმა ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიგი იმერლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში გადავიდა.
13:35 / 09.12.2019
სხვა ამბები
საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელებს.
16:51 / 10-12-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ძიუდოში კადეტთა შორის 23-ე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი 10 წონით კატეგორიში მიმდინარეობდა და მასში 400-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
11:44 / 10-12-2019
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
11:06 / 10-12-2019
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.
12:53 / 04-12-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში მორიგი საკლუბო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის და საგარეჯოს გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
12:27 / 03-12-2019
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“
15:18 / 27-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2606
USD
USD
1
2.9446
GBP
GBP
1
3.8789
TRY
TRY
1
0.5077
RUB
RUB
100
4.6194
ამინდი
გურჯაანი -1 / 9 °C
img
საგარეჯო -2 / 6 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 9 °C
img
ლაგოდეხი -3 / 6 °C
img
ყვარელი -1 / 9 °C
img
თელავი -1 / 7 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.