საზოგადოება
„რუსეთი ოკუპანტია“ - სამოქალაქო აქტივისტის აქცია კახეთში
სამოქალაქო აქტივისტი 34 წლის გიგა მაქარაშვილი კახეთში ფეხით მოგზაურობს. ის პროფესიით ჟურნალისტია და სამი კომპანიის სოცილურ მედიას ხელმძღვანელობს.


როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უკვე მეორე წელია „რუსეთი ოკუპანტია“ მოძრაობის ფარგლებში - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადის და ამით თავის მოქალაქეობრივ ვალს ასრულებს სამშობლოს წინაშე.
„უკვე ოთხი წელია სამოქალაქო აქტივისტი ვარ. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“. ხშირად დავდივართ სასაზღვრო ზოლზე და ვმართავთ აქციებს. საინფორმაციო ომი, რომელსაც სამწუხაროდ რუსეთთან ვაგებთ, აუცილებელია. როცა ძალით ვერ ჯობნი, იმიტომ, რომ ასჯერ და ათასჯერ მეტნი არიან, ამ შემთხვევაში უნდა ეცადო ალტერნატიული გზები მოძებნო და თუნდაც ასეთი პატარ - პატარა წერტილოვანი დარტყმებით ეომო მტერს. მე პირადად არც დიპლომატი ვარ, რომ მოლაპარაკებებში ჩავერთო და არც სამხედრო, რომ იარაღი ავიღო. თან ომის წინააღმდეგი ვარ. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი შევასრულო და მსვლელობით, რომელიც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამომიყალიბდა, ხალხს ვუთხრა: „რუსეთი ოკუპანტია“.


გიგამ თავისი პირველი მსვლელობა შარშან აგვისტოს ომის წლისთავს მიუძღვნა და კახეთში მოგზაურობა მისთვის უკვე მესამეა.
„არაფერია განსაკუთრებული. მაქვს დროშა და კარავი, სადაც დამიღამდება, იქ ვჩერდები. საბედნიეროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახში მეპატიჟებიან. თუმცა, არის ადგილები, სადაც 40 კილომეტრი დაუსახლებელია და გარეთ მიწევს ღამის გათენება. პირველი მსვლელობა შარშან გავმართე. აგვისტოს ომის 10 წლისთავი იყო და თბილისიდან ხურვალეთამდე ჩავედი, რადგან იქ ყველაზე ახლოს ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრშია მავთულხლართი გადმოტანილი. შემდეგი მსვლელობა 14 სექტემბერს დავასრულე, თბილისიდან 13 დღე ვიარე ფეხით და სოხუმის დაცემის დღეს ენგურამდე ჩავედი. ეს უკვე მესამე მსვლელობაა და 47 დღეს გასტანს. სიმბოლურად 9 აპრილს დავიწყე და თუ ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო, 26 მაისს მესტიაში დავასრულებ. სტარტი გორში ავიღე, თბილისიდან წამოვედი გომბორზე, ჩამოვედი თელავში, ეხლა ვარ გურჯაანში და შემდეგ უკვე საგარეჯოში წავალ. დღეში, საშუალოდ, 30 კილომეტრს გავდივარ. ფიზიკურად არასპორტული ადამიანი ვარ, მაგრამ თუ მიზანი არის მართალი, დაისახავ, რომ უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის, შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი. ზოგადად, მარტო სიარული არაფერს ცვლის და ყველა ჩვენგანს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას დავეხმაროთ.“


როგორც მან აღნიშნა, არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ არის, თავისი სურვილით მოგზაურობს და ამით ხალხს კიდევ ერთხელ ეუბნება რომ „რუსეთი ოკუპანტია“.
„ეს არის დღესდღეობით მთავარი პრობლემა. მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში ვცხოვრობთ და ძნელია სხვა თემაზე იფიქრო. მესმის ქვყანაში მძიმე სოციალური ფონია. ადამიანებს ფაქტობრივად აღარ რჩებათ იმაზე ფიქრის დრო, როგორ დაეხმარონ ქვეყანას. ისიც ვიცი, არცერთი ხელისუფლებისთვის ეს პროცესი მარტივი არ არის, რადგან საქმე ძალიან ძლიერ ძალასთან გვაქვს. რუსეთი ცდილობს გამოიწვიოს კონფლიქტი, შავ ბაზარზე გაყიდოს იარაღი და ა.შ. მე ჩემი დროშით დავდივარ და ვამბობ „რუსეთი ოკუპანტია“. ვფიქრობ, რაც მეტი ადამიანი იტყვის ამას ხმამაღლა, მით უკეთესია. დეოკუპაციის პროცესი სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ და არც ვყოფილვარ. საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. ის ზიზღი, რაც მათ შორის არის, კარგისკენ არ წაგვიყვანს. დროა გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო. პოლიტიკოსები ჩემთან არ მოდიან. თუ მაინც მოდიან ვეუბნები რომ აქ თქვენი პოლიტიკური ინტერესები უნდა გადადოთ, რადგან ეს ყველაფერი პოლიტიკის მიღმაა.“


გიგა მაქარაშვილი მომავალში თავის მეგობრებთან ერთად, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში საინფორმაციო აქციებს გეგმავს.
„მე და ჩემი მეგობრების ოცკაციანი ჯგუფი ამ ზაფხულს ვგეგმავთ კახეთის ტურნე გავაკეთოთ. ჩამოვიდეთ ყველა მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ რეგიონებში კიდევ უფრო მეტია სამუშაო. განსაკუთრებით ასაკოვან ხალხს უჭირს იმის გაგება, რა გვაქვს რუსეთის საწინააღმდეგო, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რადგან ისინი ვაკუმში არიან. დროა გამოვიდეთ საბჭოური ნოსტალგიიდან და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა.“

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების
ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება, რომლებიც
ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის
შემუშავებაში დაეხმარებიან.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება, რომლებიც ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.
16:18 / 18.09.2019
წელს 12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ
ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს 200-ზე
მეტი მონაწილე ეყოლება.
წელს 12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.
15:02 / 18.09.2019
წუხელ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ
დააზარალა. წინასწარი მონაცემებით ზარალი მიადგა სოფლებს: ველისციხეს,
მუკუზანს, ახაშენსა და ვაზისუბანს.
წუხელ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დააზარალა. წინასწარი მონაცემებით ზარალი მიადგა სოფლებს: ველისციხეს, მუკუზანს, ახაშენსა და ვაზისუბანს.
09:30 / 18.09.2019
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის
საშუალო ეკონომიკურ საფეხურზეა.
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის საშუალო ეკონომიკურ საფეხურზეა.
16:23 / 17.09.2019
ალბათ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის
მატარებელი მცენარეები. ამიტომ, როდესაც სახლისთვის ყვავილს ვარჩევთ,
ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ალბათ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეები. ამიტომ, როდესაც სახლისთვის ყვავილს ვარჩევთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
14:39 / 13.09.2019
სხვა ამბები
21-29 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
16:55 / 18-09-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:
11:25 / 16-09-2019
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან სწავლა მხოლოდ კარდენახში გადაიდო, რაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
11:24 / 16-09-2019
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები გაივლიან.
18:35 / 14-09-2019
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები გაივლიან.
18:35 / 14-09-2019
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
01:25 / 14-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.