საზოგადოება
გურჯაანში „ბეკოს“ ახალი მაღაზია გაიხსნა
დღეს გურჯაანში რუსთაველის ქუჩაზე „ბეკოს“ ახალი მაღაზია გაიხსნა. ბეკოს გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის თქმით, საქართველოში ეს უკვე 65-ე მაღაზიაა.


„საკმაოდ ლამაზი მაღაზია გავხსენით გურჯაანში. დღეს და ხვალ იქნება კარგი აქციები, ვინც მაღაზიაში მოვა, ფასდაკლებით ისარგებლებს. ხარისხი არის მაღალი და ფასი კი - მისაღები. ბეკო არის ისეთი ხარისხიანი ბრენდი, რომელიც არ ფუჭდება. ჩვენ ვფართოვდებით, ბეკოს ქსელში გვემატება ახალი მოდელები. ამის შემდეგ კიდევ ბევრ დიდ მაღაზიას გავხსნით საქართველოს მასშტაბით. “


გურჯაანში ბეკოს ოფიციალური დილერის ნიკა გეთიაშვილის თქმით, დღეს და ხვალ მაღაზიაში 20-25% -იანი ფასდაკლება იქნება.
„მომხმარებელს შეუძლია უფრო მაღალი დონის მომსახურება მიიღოს ვიდრე აქამდე იყო. ეს მაღაზია არის ახალი სიტყვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობაში. გვინდა დავამკვიდროთ გურჯაანში მაღალი მომსახურების დონე და სერვისი. დღეს და ხვალ 20-25 პროცენტიანი ფასდაკლებები გვექნება. ბევრი ბრენდი დაგვემატა. ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მობრძანდეს. ჩვენთან უკვე ოთხწლიანი საგარანტიო სისტემა მოქმედებს.“

| Print |
FaceBook Twitter Google