საზოგადოება
„მოაზროვნეს“ გამარჯვებული გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი გახდა
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“ ჩატარდა. შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას.


ახალგაზრდული საბჭოს ლიდერის, მარიამ ბაწელაშვილის თქმით, თამაშმა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა.
„თამაში ორ ტურად გაიმართა. მეორე ტურში სამი საუკეთესო შედეგის მქონე, საკმაოდ ძლიერი გუნდი გადავიდა. იყო მომენტები, როდესაც თამაში მიმდინარეობდა ფრედ. მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები ბლიც შეკითხვების კატეგორიაშიც გამოსცადეს. ფინალში გიმნაზიამ (გურჯაანის, გურამ ჭილაშვილის სახელობის, მეოთხე საჯარო სკოლა) აჯობა დანარჩენ გუნდებს და პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრს მონაწილეებისგან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოთხოვნასავით მივიღეთ, რომ მსგავსი თამაში სხვა სეზონებზეც გავაგრძელოთ. მათ ამ ფორმით სურთ საკუთარი ცოდნა გამოსცადონ. წელს ეს თამაში პირველად ჩატარდა და ვაპირებთ, მომავალშიც გავაგრძელოთ. “


მისივე თქმით, გამარჯვებულ გუნდს როდენის "მოაზოვნეს" სიმბოლური ჯილდო, სპორტკომპლექსის ულიმიტო აბონემენტები და სერტიფიკატები გადაეცა. სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ფინალში გასული გუნდებიც.

| Print |
FaceBook Twitter Google