საზოგადოება
მოპედის სამართავად მართვის მოწმობა იქნება საჭირო
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
ცვლილების თანახმად მართვის მოწმობის კატეგორიებს დაემატება AM (მოპედი) და A2 (მოტოციკლი) კატეგორიები.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება რომ თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს

ცვლილების ამოქმედება მიმდინარე წლიდანაა დაგეგმილი.


| Print |
FaceBook Twitter Google