საზოგადოება
გომბორის უღელტეხილზე თოვლი მოვიდა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს, თუმცა შეზღუდვები ამ დროისთვის არ მოქმედებს.
თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაიცით, სოფელ კობაძეში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში გზის სავალ ნაწილზე ტექნიკურ მარილს დაყრიან.

,,დაახლოებით 6 საათიდან თოვს, თუმცა ამ დროისთვის ყინვა არ არის.  ჩვენი მორიგე ჯგუფი სოფელ კობაძეშია, თუ მდგომარეობა გართულდება შესაბამის სამუშაოებს განვახორციელებთ,“ - აღნიშნა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google