საზოგადოება
როდის გამოიდარებს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 


უწყების ინფორმაციით, 21-22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.  თბილისში  19-22 აპრილს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 21-22 აპრილს მცირე თოვლი მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში.
| Print |
FaceBook Twitter Google