საზოგადოება
მედპერსონალის შეურაცხჰყოფა დასჯადი ხდება
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხჰყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.


საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.


აკაკი ზოიძის განმარტებით, ინიციატივა პაციენტის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. „გახშირებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის ფაქტები. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შეშინებული და დათრგუნული ექიმი არ უნდა უწევდეს მას დახმარებას. ეს არის ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ დამატებით სამართლებრივ გარანტიებს,“ - განმარტა მან.
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელი
შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.  სამუშაოები რეგიონებში
განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის
თანადაფინანსებით განხორციელდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.  სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
12:59 / 25.05.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ
კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის
გამოც მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
20:42 / 24.05.2019
ჟინვალში გამართულ  საერთაშორისო ქორეოგრაფიულ 
ფესტივალზე ანსამბლს - „ყველაწმინდა 2“- სანიმუშო სახალხო ანსამბლის
წოდება მიანიჭეს.
ჟინვალში გამართულ  საერთაშორისო ქორეოგრაფიულ  ფესტივალზე ანსამბლს - „ყველაწმინდა 2“- სანიმუშო სახალხო ანსამბლის წოდება მიანიჭეს.
17:44 / 24.05.2019
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის
ფარგლებში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  8
თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.
17:06 / 24.05.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ფაფრის მინდვრებზე
კომპანია m2 ტურისტულ კომლექსს ააშენებს, რომელიც 14 ჰა ფართობზე
განთავსდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ფაფრის მინდვრებზე კომპანია m2 ტურისტულ კომლექსს ააშენებს, რომელიც 14 ჰა ფართობზე განთავსდება.
14:15 / 24.05.2019
სხვა ამბები
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა გუშინ დასრულდა.
16:02 / 25-05-2019
16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის 29-ე მსოფლიო ჩემპიონატში, შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა 6 პირველი ადგილი აიღეს.
16:57 / 21-05-2019
თანამედროვე ადამიანების ცხოვრებისა და კვების რეჟიმს თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რატომ იქცა კუჭის ტკივილი დიდი რაოდენობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. კუჭის დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა.
15:21 / 06-05-2019
11 მაისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში კონსულტაციებზე მიღებას გამართავს საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) პრეზიდენტი და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი.
12:56 / 01-05-2019
საგაზაფხულო პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. აპლიკანტებს, ბარათების მიღება სარეგისტრაციო ცენტრებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში შეუძლიათ.
17:10 / 30-04-2019
ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია სისხლის საერთო ანალიზი ვინაიდან, სწორედ სისხლში მომხდარი ცვლილებები მიუთითებს იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს.
14:17 / 30-04-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.