საზოგადოება
„მაშა და დათვის“ პრემიერა გურჯაანის თოჯინების თეატრში
დღეს გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სცენაზე „მაშა და დათვის“ პრემიერა გაიმართა. სცენარის ავტორის და მსახიობის ნატალია ჯანაშვილის თქმით, მაშა და დათვი ყველასათვის საყვარელი გმირები არიან და ამიტომ სიუჟეტისთვის სწორედ ეს მულტფილმი შეარჩია.


„მაშა და დათვი ყველას ძალიან უყვარს და ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი პატარა მაყურებლისთვის რაღაც სიახლე შემეთავაზებინა. დღეს პირველი დღეა პრემიერის და ვნახოთ როგორ მიიღებს ამას მაყურებელი. მაშა ძალიან ცელქია, მაგრამ მეგობრები უყვარს. ჩემი სპექტაკლით, მინდა პატარებს ვუთხრა, რომ მთავარი მაინც სიყვარული, თანადგომა და მეგობრობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პატარებს კარგი წარმოდგენა ვაჩვენოთ. ეს უკვე მეშვიდე სპექტაკლია, რაც ჩემი სცენარით და ლექსებით დაიდგა. “


თოჯინების თეატრის დირექტორის ნინო ნადირაძის განმარტებით, სპექტაკლის განმეორებითი ჩვენება მაისში იგეგმება.
„სცენარის ავტორი ჩვენი წარმატებული მსახიობი ნატალია ჯანაშვილია. მან სიუჟეტის თემად ბავშვებისათვის ყველაზე საყვარელი ზღაპრის გმირები შეარჩია. ვფიქრობთ, ჩვენი მოლოდინი გაამართლებს და პატარა მაყურებელი კმაყოფილი დარჩება. სამომავლო გეგმები დიდია და კიდევ ველოდებით წინსვლას.“


მისივე თქმით, შემოდგომაზე, ვაშა ფშაველას საიუბილეო წლისათვის „შვილის ნუკრის ნაამბობის“ ინსცენირება იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google