საზოგადოება
როდის დაიწყება სააღდგომო არდადეგები სკოლებსა და ბაღებში
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საჯარო სკოლებში დასვენება 26 აპრილიდან დაიწყება.  გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, სწავლა 30 აპრილს განახლდება.


„სასწავლო პროცესი 25 აპრილს გაკვეთილების შემდეგ შეწყდება. ბავშვები წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომის დღესასწაულს და მომდევნო ორშაბათს დაისვენებენ. სამშაბათიდან სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ განახლდება.“

პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით დაისვენებენ, ასევე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებიც.

| Print |
FaceBook Twitter Google