საზოგადოება
პანკისში სახალხო კრება მიმდინარეობს
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ადგილობრივების სახალხო კრება მიმდინარეობს. სამომავლო გეგემები სწორედ ამ კრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
-"შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდოდა ტერორისტებად შევერაცხეთ, მაგრამ ასე არ არის. პანკისი ერთად დგას და თუ ვინმეს დაჭერას აპირებენ, აქ ვართ მთელი პანკისი, მოვიდნენ და გვკითხონ, რაც აინტერესებთ. ვითომ მოსალაპარაკებლად მოდიოდნენ, რამდენიმე ადამიანს ხვდებოდნენ და ერთმანეთში საუბროდნენ, რატომ ჩვენ, მოსახლეობას არ გვკითხეს რას ვფიქრობდით. თვითონ აანაზღაურონ ის დამწვარი მანქანებიც და ტექნიკაც ვის გამოც ეს მოხდა,"- აღნიშნა ადგილობრივმა ზაურ ბაღაკაშვილმა.

ცნობისთვის, პანკისში მომხდარი დაპირისპირებიდან მე-4 დღეს ტერიტორიას დაცვის პოლიცია იცავს. სოფელ ბირკიანში, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო, საგამოძიები მოქმედებები დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google