საზოგადოება
სააღდგომოდ სახელფასო დანამატები მხოლოდ საგარეჯოს მერიაში გაიცემა
კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან სახელფასო დანამატებს მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები აიღებენ.
მერის მოადგილის შოთა კაკაბაძის ინფორმაციით, თანხა ზეგანაკვეთურად გაიცემა, ანუ მათზე ვინც დამატებითი სამუშაო შეასრულა.

რამდენმა თანაშრომელმა მიიღო პრემია, რა ოდენობის და რა სამუშაოს შესრულებისთვის? ამ კითხვაზე პასუხისთვის მან იურიდიული სამსახურის უფროსთან კახაბერ მარგებაძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც სატელეფონო კომენტარი არ გააკეთა და ოფიციალური მიმართვა მოგვთხოვა.

დანარჩენ შვიდივე მუნიციპალიტეტში speqtri.ge-ს განუცხადეს, რომ მათთან სააღდგომოდ სახელფასო დანამეტები არ გაიცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google