საზოგადოება
ხვალ 2017 -2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართება
27 აპრილს 13:30 საათზე სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში, 2017-2018 წლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართება.



გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, წარმატებულ ბავშვებს ოქროს და ვერცხლის მედლები და სერთიფიკატები გადაეცემათ.
„ეს ის 2017 -2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები არიან, რომლებსაც ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სტატუსი მიენიჭათ. მათთვის ჩამოვიტანეთ მედლები და შესაბამისი სერტიფიკატები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 60 ბავშვია. აქედან 17 ვერცხლის და 43 კი ოქროს მედალოსანია.“


წარჩინებულ ბავშვებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დააჯილდოებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google