საზოგადოება
„მოქალაქეთა თანადგომის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გურჯაანის სათნოების სახლის ბენეფიციარებს ა(ა)იპის ადმინისტრაციამ ნობათი გადასცა.


როგორც ჩვენთან საუბარში „მოქალაქეთა თანადგომის“ დირექტორმა ზაზა ჯადუგიშვილმა აღნიშნა, ამისთვის ა(ა)იპის ბიუჯეტიდან 1500 ლარი გამოიყო.
„რისი საშუალებაც გვქონდა ის გავაკეთეთ. გამოვაცხადეთ ტენდერი შევიძინეთ პასკები, შევღებეთ კვერცხები. ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა ვაშლიც შემოგვწირა და ნობათს ისიც დავუმატეთ. გარდა ამისა, ჩვენს ბენეფიციარებს სააღდგომო სადილიც გავუმზადეთ. “


მისივე თქმით, ამჟამად ა(ა)იპი 196 ბენეფიციარს ემსახურება.

| Print |
FaceBook Twitter Google