საზოგადოება
მანსანკანის პირველი ტური 4 მაისს ჩატარდება
4 მაისს გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პირველი ტური გაიმართება.


როგორც ჩვენთან საუბარში მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, იუმორისტულ კონკურსში 15 სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
„მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატების ჩატარება გასულ წელს დავიწყეთ. ოთხ მაისს 4 საათზე გვექნება პირველი თამაში, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 15 გუნდი ჩაერთვება. ინფორმაცია ყველა სკოლას მივაწოდეთ და შემდეგ უკვე ვინც სურვილი გამოთქვა, მათგან მოხდა ბავშვების შერჩევა და დაკომპლექტება. იქნება მცოცავი გრაფიკი. პირველი თამაშის შემდეგ ათი გუნდი შეირჩევა, შემდეგ განახევრდება. ბოლოს დარჩება ერთი გუნდი და ის კახეთის რეგიონალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება. შარშან გამარჯვებულ გუნდს ბაქოს საგზური გადავეცით, წელს ჯერ არვიცით, კონკრეტულად რა პრიზი იქნება.“


მისივე თქმით, პროექტი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციტივითა და მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google