საზოგადოება
სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები: შალაური, კისისხევი, კურდღელაური და ვარდისუბანი დააზარალა.
სტიქიის შედეგად, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები განადგურდა.

-"მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია. დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის,ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები ჩავლენ და ზარალის შესახებ ადგილზე მიიღებენ ინფორმაციას"- განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google