საზოგადოება
რა ღონისძიებებია დაგეგმილი გურჯაანში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დღეს გურჯაანში ანსამბლ „საგანძურის“ და ბიბლიოთეკის მკითხველების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.


საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის სალომე ბოგვერაძის განმარტებით, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
„დღეს კვირეულის ფარგლებში მოვიწვიეთ ანსამბლი „საგანძური“ და ასევე ჩვენი მკითხველები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბიბლიოთეკის ყველა ღონისძიებაში. მათ საგალობლის ფონზე წაიკითხეს ლექსები. შემდეგი ღონისძიება გვექნება სამ მაისს. სტუმრად ჩამოდის პოეტი ფიქრია ბროლაშვილი, რომელიც ჩამოიყვანს მეგობარ პოეტებს, მუსიკოსებს და მწერლებს. ექვს მაისს იქნება ექვთიმე თაყაიშვილის ფილმის ჩვენება და განხილვა. შვიდში მოეწყობა ეკოლოგიური აქცია ახტალაზე, ხოლო რვაში - მიშა მღებრიშვილის პოეზიის საღამო, ასევე იქნება წიგნის პრეზენტაცია და განხილვა. “


მისივე თქმით საბიბლითეკო კვირეული რვა მაისს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google