საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
დღეს 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო და 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


რეგისტრაციას ამ ეტაპზე უშუალოდ სკოლაში გადიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

წელს პირველ კლასში შესვლას 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ, ვინაიდან, ახალი სასწავლო წელი 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათს იწყება. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის პირველი ეტაპი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა გაიარეს.


| Print |
FaceBook Twitter Google