საზოგადოება
აქცია ახმეტაში - მოსახლეობა თუშეთის გზის დროულად გახსნას ითხოვს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის, ზემო ალვანისა და ლალისყურის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები, თუშეთისკენ მიმავალი სავტომობილო გზის გამწენიდითი სამუშოების დაჩაქარებას ითხოვენ.
მათი განცხადებთ, თუ გზის გახსნა დაგვიანდება,  ტურისტულ სეზონს საფრთხე შექმნება, ასევე ცხვრის თუშეთში გადაყვანა დროულად ვერ მოხდება. ადგილობრივების თქმით, მათი შემოსავლის ძირიტადი წყარო სწორედ მესაქონლეობა და ტურიზმია.

"სამუშაოები გრძელდება, თუმცა გზის დროულად გახსნა მაინც ვერ მოესწრება, ეს კი ჩვენ დაგვაზარალებს. გასულ წელს ამ დროს ცხვარი უკვე გზაში გვყავდა ახლა კი ჯერ ისევ შირაქშია. ამასთანავე პრობლემა ექნება ტურისტულ სეზონსაც. ტურისტები უკვე გამოთქვამენ თუშეთში წასვლის სურვილს, საოჯახო სასტუმროები გვაქვს, რეგისტირდებიან, მაგრამ გზა არ არის და  როგორ წავლენ?! მოვითხოვთ, სამუშაოები აქტიურად გაგრძელდეს," -ამბობს ადგილობრივი სოსო ბაბულაიძე.

აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი შეხვდა . მისი განცხადებით, თუშეთისკენ მიმავალკ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდიანარეობს და მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა.

ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთდაერთი სავატომობილო გზის მოვლა-პატრონობა ამ დროისთვის კომპანია გერალს ევალება. მიმდინარე წლის 6 მარტს საავტომობილო  გზების დეპარტამენტმა ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია “არილმა” გაიმარჯვა, თუმცა მასთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. 


| Print |
FaceBook Twitter Google