საზოგადოება
გურჯაანში რვა ამბულატორიის რეაბილიტაცია იგეგმება
შაშიანის, კალაურის, ჭერემის,ზეგაანის, ჩუმლაყის, ბაკურციხის, კაჭრეთის და ზემო კაჭრეთის ამბულატორიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო ახაშნის კი, ახლიდან აშენდება.


მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, დაგეგმილია შენობების კოსმეტიკური რემონტი და სველი წერტილების მოწესრიგება.
„ მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც ორ სამ კვირაში დასრულდება. შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. სამუშაოები ივნისიდან დაიწყება. რაც შეეხება ახაშნის ამბულატორიას, ჯერ თანხა არ არის გამოყოფილი. აქ დემონტაჟი გვინდა გავაკეთოთ, ამიტომ ცოტა ვადაში გაიწელება. “


მისივე თქმით, ამბულატორიების რებილიტაციისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 180 000 ლარია განსაზღვრული.

| Print |
FaceBook Twitter Google