საზოგადოება
გურჯაანში ხევების გაწმენდისთვის ნახევარ მილიონს დახარჯავენ
მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხევების გაწმენდისთვის ნახევარი მილიონი ლარია განსაზღვრული.


მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, სამუშაოები სტიქიის პრევენციის ფარგლებში გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
„სამი პროექტი უკვე დაწერილია და სავარაუდოდ, ძალიან მალე, მაქსიმუმ ერთ კვირაში ავტვირთავთ ტენდერზე. დანარჩენის პროექტირებაც მიმდინარეობს. გამოიკვეთა გარკვეული წინააღმდეგობებიც. კარდენახში ორივე ხევი პრობლემურია, ჭანდრის ხევიც სავალალო მდგომარეობაშია, იქმნება სავარგულებში წყლის გადავარდნის საშიშროება. შვიდი ხევის გაწმენდა გვაქვს გეგმაში, მაგრამ ნახევარი მილიონი ლარია განსაზღვრული და თანხაში როგორც ჩავეტევით, ისე გავაკეთებთ.“


მისივე თქმით, სამუშაოები მაის-ივნისში დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google