საზოგადოება
გურჯაანის დელეგაცია ბელორუსიაში ფორუმს დაესწრება
15 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ბელორუსიაში ვიტებსკის ოლქში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.


როგორც ჩვენთან საუბარში მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ნინი ნინოშვილმა აღნიშნა, ჩატარდება ფორუმი, რომლის სახელწოდებაა: ინოვაციები, ტექნოლოგიები, ინვესტიციები.
„მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. დელეგაციის წევრები ფორუმის ფარგლებში გაეცნობიან ბელორუსიის საინვესტიციო გარემოს და იქ არსებულ წამყვან ბიზნესებს. გვექნება პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ მდგომარეობას, სოფლის მეურნეობის წამყვან დარგებს, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია. განიხილავენ მიმართულებებს, რა ინვესტიციებიც შეიძლება ჩაიდოს ჩვენს მუნიციპალიტეტში. ესენია ძირითადად: ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. პრეზენტაციის სახით წარვადგენთ რა პოტენციალი გაგვაჩნია და რა კუთხით შეიძლება ვითანამშრომლოთ.“


მისივე თქმით, დელეგაციის წევრები არიან: მერის პირველი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მუსალბიშვილი და საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ია წიწილაშვილი.
დელეგაცია საქართველოში 17 მაისს დაბრუნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google